logo_geo
აფრიკის ორი ქვეყნიდან სპილოების ექსპორტი აიკრძალა
- +

27 აგვისტო. 2019. 23:19

 

 

ზიმბაბვედან და ბოტსვანიდან აფრიკული ჯიშის სპილოებს ველური ბუნებიდან გაყვანა და ზოოპარკებისთვის მიყიდვა იკრძალება, - ამის შესახებ BBC წერს. გადაწყვეტილება ევროსაბჭოში მიიღეს. შესაბამისად გამკაცრდება იმ კონვენციის წესები, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს იცავს.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება აშშ და ზიმბაბვე, რომელიც აფრიკული სპილოების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

 

აკრძალვა ეხება ზიმბაბვეს და ბოტსვანას. ამ ქვეყნებიდან აფრიკული სპილოს ექსპორტი დაშვებული იყო, რადგან პოპულაცია სხვა ქვეყნებთან შედარებით ჯანსაღია. ამ ფონზე ქვეყნებიდან 2012 წლის შემდეგ ველური ბუნებიდან ექსპორტზე ჩინეთის ზოოპარკებში 100-მდე სპლიყვი გაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი