logo_geo
ბოლივიის პრეზიდენტი ტყეებში ხანძრის ჩაქრობის პროცესში პირადად ჩაერთო
- +

28 აგვისტო. 2019. 12:24

 

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ტყეებში ხანძრის ჩაქრობის პროცესში პირადად ჩაერთო. ცეცხლი ტროპიკულ ტყეებს პარაგვაის და ბრაზილიის სასაზღვრო რეგიონში უკიდია.

 

ბოლივიაში სულ მცირე 1 მილიონი ჰექტარი ტერიტორია ხანძარმა უკვე გაანადგურა. ბოლივიის ტყეებში ხანძარს 2 000 მეხანძრე ებრძვის. გარდა ამისა, ბოლივიის მთავრობამ აშშ-სგან სახანძრო თვითმფრინავი „სუპერტანკერი“ მიიღო. მიუხედავად ხანძრის ჩაქრობის აქტიური პროცესისა, ტყის ხანძრების გავრცელების არეალი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გაორმაგდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი