logo_geo
შვედმა ეკოაქტივისტმა ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა
- +

28 აგვისტო. 2019. 21:21

 

 

16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელმაც ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, ნიუ იორკში ჩავიდა.

 

გრეტა ტუნბერგი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ში დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

გრეტა ტუნბერგი შვედი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ახალგაზრდა აქტივისტების მოძრაობას უდგას სათავეში. ისინი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ იბრძვიან. გრეტას მოძრაობამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო. აქტივისტები ყოველ პარასკევს სკოლაში მისვლაზე უარს ამბობდნენ და პარლამენტის შენობასთან მართავდნენ აქციებს.

 

ნიუ იორკში ვიზიტის დროს გრეტა გაერო-ს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე სიტყვით გამოვა.

 

 

big_banner
არქივი