logo_geo
შვედეთის ყოფილი პრემიერი დონალდ ტრამპის განცხადებაზე: რა მოწია ამისთანა?
- +

20 თებერვალი. 2017. 20:55



ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფლორიდაში გაკეთებულ განცხადებას მკვეთრი კრიტიკა და დაცინვა მოჰყვა, ვინაიდან ბევრმა ადამიანმა პრეზიდენტის ნათქვამი, როგორც შვედეთში განხორციელებული ტერაქტი, ისე მიიღო. განცხადებას შვედეთის ყოფილი პრემიერი Twitter-ში ერთი შეკითხვით გამოეხმაურა: „რა მოწია ამისთანა?".


ფლორიდაში, სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა:


„აუცილებელია თვალი ვადევნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თქვენ ხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში. აგრეთვე შეამჩნევდით, თუ რა ხდებოდა შვედეთში გასულ ღამეს. ვინ იფიქრებდა? შვედეთში! მათ ზედმეტად ბევრი მიგრანტი მიიღეს და ახლა მათ აქვთ პრობლემები, რომლებსაც ისინი აქამდე ვერც კი წარმოიდგენდნენ".


შვედეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა კარლ ბილდმა კი, ტრამპის აღნიშნულ განცხადებაზე შემდეგი ფრაზა დააკომენტარა: „ტრამპმა რა მოწია ამისთანა?".



მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა თავისი განცხადება შვედეთის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ოპონენტების მხრიდან მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა.


აღნიშნული განცხადების შემდეგ ტრამპმა ტერაქტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" ბრიუსელში, ნიცასა და პარიზში განხორციელდა.


მოგვიანებით ტრამპმა თავის ოფიციალურ Twitter-ზე დაწერა, რომ ტერაქტების შესახებ კი არა, შვედეთში არსებული მიგრანტების შესახებ საუბრობდა, რომელიც აქტუალური ტელეკომპანია Fox News-ის მიერ გაშვებული დოკუმენტური ფილმის შემდეგ გახდა.

 

|ჩემი განცხადება იმ მოვლენებს ეხებოდა, რომელიც შვედეთში ხდება, რაც Fox News-ის მიერ გაშვებული დოკუმენტურ ფილმის მთავარი თემა იყო - ემიგრანტები და შვედეთი", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.


თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპმა თავის გამოსვლაში შვედეთში მზარდი კრიმინალის შესახებ ისაუბრა და არ უგულისხმია თავდასხმის რაიმე კონკრეტული მაგალითი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი