logo_geo
უკრაინაში ახალარჩეულმა უმაღლესმა რადამ მუშაობა დაიწყო
- +

29 აგვისტო. 2019. 15:46

 

კიევში, უკრაინის უმაღლესი რადას მეცხრე მოწვევის შემადგენლობამ, რომელიც 21 ივლისს აირჩიეს, დღეს მუშაობა დაიწყო. კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებმა საზეიმო ვითარებაში დადეს ფიცი, რომელიც უხუცესმა დეპუტატმა წაიკითხა. შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რომლის დროსაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ფიცის ტექსტს. 13 საათზე სხდომა დაიწყო, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგის 27 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის პარლამენტის ხელმძღვანელობის არჩევაც არის. სხდომას პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

 

რადაში პრეზიდენტის მხარდამჭერ პარტიას „ხალხის მსახური“ აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. მას საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ჩამოყალიბება დამოუკიდებლად, კოალიციის შექმნის გარეშე შეუძლია. „ხალხის მსახური“ 450 წევრიდან 254 მანდატს ფლობს.

 

მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ დეპუტატი დავით არახამია განიხილება. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის, ფრაქციას უხელმძღვანელოს, თუმცა აღიარებს, რომ ეს რთული იქნება. მისივე შეფასებით, უკრაინის საპარლამენტო ისტორიაში ასეთი დიდი ფრაქცია ჯერ არ ყოფილა.

 

„აქ ბევრი სირთულეა, მაგრამ ცდა შეიძლება“, - დასძინა არახამიამ.

 

მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს (ეკონომიკურ საკითხებში) ალექსეი გონჩარუკს წარადგინეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი