logo_geo
იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
- +

29 აგვისტო. 2019. 17:15

 

იაპონიაში, აომორის პრეფექტურაში მიწისძვრა მოხდა.

 

იაპონური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

 

მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროების შესახებ განგაში არ გამოცხადებულა. ამ ეტაპზე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი