ტრანნაციონალური კომპანია Tetra Pak-ის ხელმძღვანელი ჰანს რაუსინგი გარდაიცვალა. ცნობილი შვედი მილიარდერი 93 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ცნობით, ის ინგლისში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.
რუბენ რაუსინგის შვილი Tetra Pak-ს 1950-იან წლებში ჩაუდგა სათავეში. მან კომპანია საოჯახო ბიზნესად აქცია, სადაც მხოლოდ 6 ადამიანი იყო დასაქმებული, კორპორაციის წლიური ბრუნვა კი 10 მილიარზე მეტი ევრო იყო.
რაუსინგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. Forbes-ის ცნობით, მისი ქონება 12 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.