logo_geo
„იხვების ისტორიების“ შემქმნელი გარდაიცვალა
- +

31 აგვისტო. 2019. 11:41

 

ამერიკელი სცენარისტი და მულტფილმების შემქმნელი გორდონ ბრესაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ Instagram-ზე მისმა ვაჟმა ჯეიმსმა დაწერა. ბრესაკი 68 წლის იყო და ბოლო წლებში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

 

„უფრო მეტად მომენატრები, ვიდრე შენ ეს წარმოგიდგენია. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მე მასწავლე“, - დაწერა ჯეიმსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გორდონ ბრესაკს ხალხის გართობა უყვარდა და გამომწერებს სთხოვა, მამის მიერ შექმნილი რომელიმე მულტფილმი ენახათ.

 

1990-იან წლებში ბრესაკმა ცნობილი ამერიკული მულტფილმები შექმნა. მის ნამუშევრებს შორისაა „იხვების ისტორიები“, „შავფრთა იხვი“, „პინკი და ბრეინი“ და სხვები. კოლეგებთან ერთად ბრესაკს „ემის“ სამი ჯილდო აქვს მოგებული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი