ქარიშხალ „დორიანის“ გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლორიდის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპმა პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიზიტი გააუქმა.
მეტეოროლოგების განცხადებით, „დორიანი“ ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარიშხალი იქნება და ის აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს პირველ სექტემბერს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი „დორიანი“ რამდენიმე დღის წინ კუნძულ პუერტო-რიკოზე მძვინვარებდა და ის მნიშვნელოვნად დააზარალა.