logo_geo
მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს პირველ სექტემბერს მიუახლოვდება
- +

31 აგვისტო. 2019. 12:14

 

ქარიშხალ „დორიანის“ გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური დეკლარაცია გამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლორიდის შტატი ფედერალურ დახმარებას მიიღებს. ამასთანავე, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე დონალდ ტრამპმა პოლონეთში მე-2 მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიზიტი გააუქმა.

 

მეტეოროლოგების განცხადებით, „დორიანი“ ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარიშხალი იქნება და ის აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს პირველ სექტემბერს მიაღწევს.

 

აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი „დორიანი“ რამდენიმე დღის წინ კუნძულ პუერტო-რიკოზე მძვინვარებდა და ის მნიშვნელოვნად დააზარალა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი