logo_geo
რობერტ კენედის მკვლელი ციხეში დაჭრეს
- +

31 აგვისტო. 2019. 13:51

 

სერხან სერხანი, რომელიც სამუდამო პატიმრობაში იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ რობერტ კენედის მკვლელობისთვის, კალიფორნიის ციხეში დანით დაჭრეს. ინფორმაციას გამოცემა „TMZ“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სერხანმა სენატორი კენედი წინაასაარჩევნო კამპანიისას, 1968 წელს ლოს-ანჟელესში მოკლა. სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა. მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. სერხანი სასჯელს კალიფორნიის რიჩარდ დონოვანის ციხეში იხდის.

 

გამოცემის ინფორმაციით, სერხანი პარასკევს, დღისით ციხის ეზოში დაჭრეს, სადაც აღმოაჩინეს კიდეც ციხის ზედამხედველებმა. დაჭრილი, რომელიც ახლა 75 წლისაა, ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი