logo_geo
ქარიშხალი „დორიანი“ მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა
- +

31 აგვისტო. 2019. 15:17

 

ქარიშხალი „დორიანი“, რომელიც ფლორიდისა და ბაჰამის კუნძულებისკენ მიემართება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა. ამის შესახებ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით BBC წერს.

 

ქარიშხლის სიჩქარე 220 კმ/საათს აღწევს. ბაჰამის კუნძულებზე მყოფი ტურისტები აეროპორტის დახურვამდე კუნძულის დატოვებას ცდილობენ.

 

მანამდე „დორიანი“ პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე მძვინვარებდა, ფლორიდას კი სავარაუდოდ 1 სექტემბერს მიაღწევს. შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მოსახლეობას სულ მცირე ერთი კვირის სამყოფი საკვებით, წყლით და პირველადი მოხმარების სამედიცინო საშუალებებით მომარაგება ურჩიეს.

 

„დორიანი“ აშშ-ში ამ სეზონზე მეოთხე ქარიშხალია. „ბარის“ შედეგად ერთი ადამიანია დაიღუპა.  მანამდე ფლორიდას „გორდონმა“ და „მაიკლმა“ გადაუარეს. სტიქიამ რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა.

 

სინოპტიკოსების პროგნოზებით, „დორიანი“ შესაძლოა 1992 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდეს. 1992 წელს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ „ენდრიუს“ შედეგად 65 ადამიანი გარდაიცვალა და 63 000 სახლი განადგურდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი