logo_geo
BBC: არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია
- +

31 აგვისტო. 2019. 18:57

 

არქტიკა არა მხოლოდ დნება, არამედ ცეცხლშია და ეს გლობალური დათბობის მასშტაბებს ზრდის, - ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს.

 

მასალის მიხედვით, მყინვარები დნება, ტყეები მცირდება და ჩრდილოეთისკენ ინაცვლებს, პოლარული დათვები ბუნებრივ ადგილსამყოფელზე საკვების დეფიციტის გამო უკვე ქალაქებში დაეხეტებიან და მთლიანად, რეგიონში ტემპერატურა ისე სწრაფად იწევს მაღლა, რომ მკაფიო გავლენას ახდენს ყინულსა და თოვლზე, შესაბამისად - ოკეანეზე.

 

„არქტიკა ახლა უკვე მხოლოდ ყინულს კი არ კარგავს, პირდაპირ იწვება“, - ნათქვამია სტატიაში და მაგალითად ციმბირის, ალასკას და გრენლანდიის ტყის ხანძრებია მოყვანილი.

 

ხანძრები ეკოსისტემაში ბუნებრივი მოვლენაა და უფრო მეტიც, ხანდახან საჭიროც კი, რადგან ბიომრავალფეროვნების განვითარების ციკლს უწყობენ ხელს. მაგრამ არა არქტიკაში და არა - ამ მასშტაბით.

 

„ნახშირორჟანგის მომატების წინაშე ვდგავართ“, - აცხადებენ სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ არქტიკის დნობა გლობალური დათბობის შეჩერების აუცილებლობას კიდევ უფრო აშკარას ხდის.

 

მეცნიერების თქმით, კლიმიტის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ახალი ტყეების გაშენებაა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი