logo_geo
ავღანეთში აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა
- +

31 აგვისტო. 2019. 20:14

 

ავღანეთის ქალაქ კუნდუზში, რომელიც სამთავრობო ძალებმა „თალიბებისგან“ გაწმინდეს, აფეთქება მოხდა. დაიღუპა 10 ადამიანი, რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას „TOLO NEWS“ ავრცელებს.

 

პასუხისმგებლობა ტერაქტზე მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. მათი განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

 

ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქებისას დაშავდა ქალაქის პოლიციის უფროსი. სააგენტო „პაჟვაკის“ ინფორმაციით, ტერაქტისას დაშავებულთა და დაღუპულთა შორის ჟურნალისტებიც არიან.

 

 

 

 

big_banner
არქივი