logo_geo
საფრანგეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

31 აგვისტო. 2019. 22:36

 

საფრანგეთის ქალაქ ლიონის მახლობლად მდებარე ქალაქ ვილერბანში მომხდარი თავდასხმის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

 

შემთხვევა მეტროსადგურში ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა.

 

„ფიგაროს“ ინფორმაციით, თავდასხმა დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა განახორციელა, რომელიც  შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, თავდაპირველად საუბარი იყო ორ თავდამსხმელზე, თუმცა, მოგვიანებით, პოლიციამ ეს ვერსია უარყო.

 

დაშავებულთაგან სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

 

მომხდარის შემდეგ ქალაქში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა.

 

 

 

 

big_banner
არქივი