logo_geo
ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა საპროტესტო მარში მოაწყვეს
- +

1 სექტემბერი. 2019. 00:10

 

ჰონგ-კონგში ათიათასობით დემონსტრანტმა არაფრად ჩააგდო აკრძალვა და ქალაქი საპროტესტო მარშით ჩაიარა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა აქციის დასაშლელად. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

დემონსტრანტებმა ქუჩებში კოცონები დაანთეს, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, მთავრობამ ჰონგ-კონგში აკრძალა დემოკრატიული არჩევნების გაუქმების ხუთი წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიებების ჩატარება.  პარასკევს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი და კანონმდებელიც დააპატიმრეს.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი