logo_geo
სამხრეთ კაროლინას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

1 სექტემბერი. 2019. 10:44

 

ქარიშხალ „დორიანის“ მიახლოების გამო, სამხრეთ კაროლინას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

 

შესაბამისი განკარგულება შტატის გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა გასცა.

 

მანამდე, სტიქიის გამო, საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებში.

 

ამჟამად „დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს უახლოვდება, საიდანაც მოქალაქეებისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.

 

ქარიშხალს მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი