logo_geo
სამსართულიანი შენობის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 სექტემბერი. 2019. 11:04

 

მალის დედაქალაქ ბამაკოში სამსართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა, ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. შენობა ნაწილობრივ დასახლებული იყო. ინფორმაციას „Al Jazeera“ ავრცელებს.

 

მაშველებმა 26 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 4 წლის გოგონაც.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობის ზედა სართული დანარჩენ ორ სართულზე ჩამოინგრა და კორპუსი მთლიანად განადგურდა.

 

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს შენობის მეპატრონის დაკითხვა

 

 

big_banner
არქივი