logo_geo
ქარიშხალ „დორიანის“ გამო ამერიკის რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა
- +

2 სექტემბერი. 2019. 20:35

 

ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში ქარიშხალ „დორიანის“ მიახლოების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

როგორც BBC წერს, სანაპიროზე მდებარე რაიონებში მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია გამოცხადდა. სტიქია, რომელიც თავდაპირველად ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს, ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც უამრავი სახლი დაზიანდა.

 

მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა როგორც „წითელი ჯვარი“ ვარაუდობს, დაახლოებით 13 000 სახლი დაზიანდა ან დაინგრა. არაოფიციალური ცნობით, კი ქარიშხალმა 2 ადამიანი: 7 წლის ბიჭი და მოხუცი კაცი იმსხვერპლა.

 

სინოპტიკოსების პროგნოზებით, „დორიანი“ შესაძლოა 1992 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდეს. 1992 წელს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ „ენდრიუს“ შედეგად 65 ადამიანი გარდაიცვალა და 63 000 სახლი განადგურდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი