Facebook-ის ადმინისტრაციამ შესაძლოა გატესტოს ფუნქცია, რომელიც ლაიქებისა და ემოციების რაოდენობას მალავს. ეს ინფორმაცია TechCrunch-ს თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
გამოცემამ Facebook-ს მას შემდეგ მიმართა, რაც სპეციალისტმა მანჩუნ ვონგმა განაცხადა, რომ სოციალურმა ქსელმა ლაიქების დამალვის ფუნქციის შექმნა დაიწყო Android-ისთვის.
ვონგის თქმით, ახალი ფუნქციის დახმარებით მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ, თუ რამდენ „ლაიქს“ მოაგროვებს ფოტო ან ვიდეო: ეს სტატისტიკა მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანალოგიური ფუნქცია Instagram-ზეც გამოჩნდება.