logo_geo
სტივენ კინგის ახალი რომანი 2020 წელს გამოვა
- +

2 სექტემბერი. 2019. 21:35

 

ცნობილმა მწერალმა სტივენ კინგმა განაცხადა, რომ მისი ახალი წიგნი „ინსტიტუტი“ მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 10 სექტემბერს გახდება.

 

გამოცემა Rolling Stone-ს ცნობით, სტივენ კინგმა ასევე განაცხადა, რომ მისი ახალი რომანი სახელწოდებით, „If You Bleed“-ი 2020 წელს გამოვა.

 

გამოცემის ცნობით, ახალ რომანში „ინსტიტუტი“ მოვლენები 12 წლის ბიჭის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მშობლებს მოსტაცეს და გასაიდუმლოებული ორგანიზაციის შენობაში ჩაკეტეს. მწერლის განცხადებით, ის ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და ხშირად რეალობა და ფანტასტიკა ერთმანეთს ჰგავს.

 

ამერიკელი მწერალი, სცენარების ავტორი, მუსიკოსი, მესვეტე, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი სტივენ კინგი 1947 წლის 21 სექტემბერს დაიბადა.

 

გაყიდული აქვს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია ლიტერატურაში საშინელებათა  ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტაზიის, ასევე არაფანტაზიის ჟანრში. ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ სტილში. მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი