logo_geo
კალიფორნიის სანაპიროსთან გემზე ხანძარს 34 ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 სექტემბერი. 2019. 22:53

 

ოცდათოთხმეტი ადამიანი დაიღუპა კალიფორნიის სანაპიროსთან გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან. ინციდენტი ვენტურას ოლქთან, სანტა-კრუზის რაიონში მოხდა.

 

ლოს-ანჯელესის სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ. ეკიპაჟის რამდენიმე წევრის გადარჩენა მოხერხდა. ევაკუაცია გრძელდება. აალებულ გემზე 39 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ხანძარი ხან იკლებს, ხან მატულობს, რაც, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით საწვავს უკავშირდება. მაშველები ვერ ახერხებენ გემის კორპუსში შეღწევა იმის სანახავად, არიან თუ არა იქ კიდევ ადამიანები.

 

ამ დროისთვის მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი