logo_geo
„რატომ უღებთ ჩემს ვაჟიშვილს?“ - ზელენსკიმ შვილის სკოლაში ჟურნალისტებს სკანდალი მოუწყო
- +

3 სექტემბერი. 2019. 01:48

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ ნოვოპეჩორის სკოლაში მათი ვაჟი, კირილი 1 სექტემბერს მიიყვანეს და სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრნენ.

 

სკოლის შენობასთან  ჟურნალისტები შეიკრიბნენ, რომლებსაც პრეზიდენტის და მისი ოჯახის გადაღება უნდოდათ. ვლადიმირი და ელენა ძალიან ცუდად შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ კამერის ობიექტივში შეიძლებოდა მათი ვაჟი მოხვედრილიყო და მოითხოვეს, რომ არ გადაეღოთ.

 

ცნობილია, რომ პატარა კირილი ნოვოპეჩორსკის სკოლამდელ დაწესებულებაში დადიოდა.

 

ზელენსკების ოჯახი განსაკუთრებული მგრძნობელობით აღიქვამს მათი შვილების პრესაში მოხვედრას. პრეზიდენტს მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, რომ არ უნდა პირად ცხოვრებაზე საუბარი.

 

ელენა ზელენსკაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი ვაჟი პირველკლასელი გახდა.

 

„დღეს ის პირველად დაჯდება მერხთან, ნახავს თავის პირველ მასწავლებელს და კლასელებს. მომდევნო 12 წელიწადში ის გაიგებს, რა არის მეგობრობა და იმედგაცრუება. კიდევ - იცელქებს, პირველად გაემგზავრება მშობლების გარეშე, გამოიწრთობს ხასიათს და გახდება პასუხისმგებლიანი. კირილი მარტო სკოლის პროგრამას კი არ ისწავლის, ის ასევე ისწავლის ცხოვრებას ცვლილებების ქვეყანაში. ჩვენი შვილები მომავლის თაობაა. მათ არ იციან რა არის საბჭოთა შეზღუდვები“, - წერს ქსელში ელენა ზელენსკაია.

 

პრეზიდენტის შვილის გარდა ამ სკოლაში სხვა ცნობილი უკრაინელების შვილებიც სწავლობენ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი