logo_geo
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
- +

3 სექტემბერი. 2019. 11:48

 

ხუთი ადამიანი დაიღუპა ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად. ინფორმაციას ამერიკული მედია პრემიერ-მინისტრ გუბერ მინისზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ქარიშხალი თავს კუნძულ აბაკოს დაატყდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი შვიდი წლის ბავშვია. აბაკოზე განადგურებულია სახლები.

 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარიშხალი მეოთხე კატეგორიამდე შესუსტდა. მათი პროგნოზით, ის რამდენიმე საათში ფლორიდის შტატს მიუახლოვდება, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი