logo_geo
უკრაინელი დეპუტატები ხელშეუხებლობის იმუნიტეტით ვეღარ ისარგებლებენ
- +

3 სექტემბერი. 2019. 14:46

 

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნეს. კანონპროექტს მხარი 373 კანონმდებელმა დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

 

ახალი რეგულაცია 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი დებატები, რომელშიც მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიიღო.

 

პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე უკრაინაში რეფერენდუმი 2000 წელს ჩატარდა. მოსახლეობის 90 პროცენტმა კანონმდებლებისთვის ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი