logo_geo
ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
- +

4 სექტემბერი. 2019. 11:18

 

ბაჰამაში ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

 

კუნძულოვანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ამ დრომდე ასობით სახლი წყლის ქვეშ არის მოქცეული. „დორიანი“ ბაჰამის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

 

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულები დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქარიშხალი ფლორიდის სანაპიროს პარალელურად ჩრდილეოთისკენ მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ „დორიანი“ მეორე კატეგორიამდე დასუსტდა, მისი რადიუსი გაიზარდა და გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავს. ამჟამად სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 177 კილომეტრს აღწევს.

 

ქარიშხლის მიახლოებასთან დაკავშირებით ფლორიდაში, ჯორჯიაში, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სანაპირო ზოლში კი სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი