logo_geo
დიდი ბრიტანეთის პორტში, გემზე 120 მილიონი ფუნტის ღირებულების, 1.3 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინეს
- +

4 სექტემბერი. 2019. 14:28

 

დიდ ბრიტანეთში სამართალდამცველებმა ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობის „ჰეროინი“ აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სკაი ნიუსი“ ავრცელებს.

 

დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 120 მილიონი ფუნტის (144 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების 1,3 ტონა ნარკოტიკი აღმოჩენილი იქნა ფელიქსთოუს პორტში, ხომალდზე „გიბრალტარი“. გემი ბელგიის ანტვერპენის პორტში მიემართებოდა.

 

„ჰეროინი“ პირსახოცებითა და ხალათებით დატვირთულ კონტეინერში, პროტეინის ფხვნილის სახელწოდებიან ტომრებში იყო მოთავსებული.

 

ბრიტანეთში „ჰეროინი“ 30 აგვისტოს ამოიღეს, რის შემდეგაც პოლიციამ კონტეინერი ხომალდზე დააბრუნა. კონტეინერი ჰოლანდიელი და ბელგიელი სამართალდამცველების მეთვალყურეობით სატვირთო მანქანით ანტვერპენიდან ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მდებარე საწყობში გადაიტანეს.

 

კონტეინერების გადმოტვირთვის დროს ადგილზე სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი