logo_geo
ისრაელში ტურისტს შაურმაში 2800 დოლარი გადაახდევინეს
- +

4 სექტემბერი. 2019. 14:36

 

იერუსალიმში ტურისტ ქალს შაურმაში 10 100 შეკელი (2800$) გადაახდევინეს. ამის შესახებ გამოცემა „Times of Israel“ წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა შაურმის საფასური საბანკო ბარათით გადაიხადა, მას შემდეგ კი, რაც შეიტყო, რომ ანგარიშიდან სოლიდური თანხა მოუხსნეს, პოლიციას მიმართა.

 

სავაჭრო ობიექტში განაცხადეს, რომ მოლარემ ბარათიდან თანხის მოხსნისას შეცდომა დაუშვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს იერუსალიმში ტურისტების მოტყუების მცდელობის პირველი შემთხვევა არაა. თაღლითებს ხშირად იმის იმედი აქვთ, რომ მოტყუებულ ტურისტებს უკან დაბრუნება დაეზარებათ და სკანდალის მოწყობას მოერიდებიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი