logo_geo
ევროკავშირმა უკრაინიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი შეზღუდა
- +

4 სექტემბერი. 2019. 23:52

 

ევროკავშირმა უკრაინიდან ვაშლის, მსხლის და რიგი ბოსტნეულის იმპორტზე უარი თქვა. ინფორმაცია უკრაინის ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

 

ევროკავშირის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა 2019/523-ე ევროდირექტივის ამოქმედება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს საკარანტინო ორგანიზმებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

 

2019 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ქვეყნამ, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ მათთან დირექტივაში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმები არ არის გავრცელებული.

 

უკრაინის ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, კიევმა შესაბამისი დოკუმენტაცია ბრიუსელში უკვე გაგზავნა. რამდენ ხანს გასტანს ბრიუსელიდან პასუხის მიღების პროცედურა ჯერ ცნობილი არ არის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი