ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ "დორიანისა" და ძლიერი შტორმის შემდეგ ათასობით ადამიანი დაკარგულად გამოცხადდა.
The Washington Post-ის ინფორმაციით, კუნძულის მოსახლეობა დაკარგული ახლობლების მოსაძებნად ვებგვერდ DorianPeopleSearch.com-ს იყენებს, რომლზეც დაკარგულების სახელები და გვარებია მითითებული. შტორმის შემდეგ დაკარგული ადამიანების რიცხვმა ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად 5,500-ს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. მე-5 კატეგორიის „დორიანი“ აბაკოს კუნძულს 1 სექტემბერს დაატყდა თავს. ეს ბაჰამის კუნძულებზე თანამდეროვე ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო.