logo_geo
ბაჰამის კუნძულებზე შტორმის შემდეგ ათასობით ადამიანი დაკარგულად გამოცხადდა
- +

5 სექტემბერი. 2019. 15:41

 

 

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ "დორიანისა" და ძლიერი შტორმის შემდეგ ათასობით ადამიანი დაკარგულად გამოცხადდა.

 

The Washington Post-ის ინფორმაციით, კუნძულის მოსახლეობა დაკარგული ახლობლების მოსაძებნად ვებგვერდ DorianPeopleSearch.com-ს იყენებს, რომლზეც დაკარგულების სახელები და გვარებია მითითებული.  შტორმის შემდეგ დაკარგული ადამიანების რიცხვმა ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად 5,500-ს გადააჭარბა.

 

ბოლო მონაცემებით, ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანს“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. მე-5 კატეგორიის „დორიანი“ აბაკოს კუნძულს 1 სექტემბერს დაატყდა თავს. ეს ბაჰამის კუნძულებზე თანამდეროვე ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი