logo_geo
Facebook-ს გაცნობის ფუნქცია დაემატა
- +

5 სექტემბერი. 2019. 21:43

 

 

 

Facebook-ს გაცნობის ფუნქცია დაემატა.

 

ეს სიახლე სოციალურის ქსელის მომხმარებლებს კომპანიამ Twitter-იდან შეატყობინა.

 

„დღეს ჩავუშვით Facebook-ზე გაცნობის ფუნქცია, რომელიც აშშ-ში იმოქმედებს. ეს ფუნქცია დაგეხმარებათ საინტერესო ურთიერთობების დაწყებაში, საერთო ინტერესების პოვნაში. ჩვენ ასევე მივცემთ მომხმარებლებს შესაძლებლობას, რომ ინსტაგრამის ინტეგრირება მოახდინონ მათივე Facebook-ის გაცნობის პროფილზე“, - აღნიშნულია Facebook-ის ინფორმაციაში.

 

კომპანია ამ ფუნქციას დღემდე ტესტავდა.

 

Facebook-მა ამ სერვისის შესახებ ინფორმაცია პირველად კალიფორნიაში, კონფერენციაზე მაისში გაავრცელა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი