logo_geo
მეცნიერები: თამბაქოს მოწევა ძილის ხარისხს აუარესებს
- +

6 სექტემბერი. 2019. 02:27

 

ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თამბაქოს მოწევა ძილის ხარისხს აუარესებს, ამის შესახებ Journal of Sleep Research წერს.

 

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მწეველებს უფრო ხშირად აქვთ ძილის პრობლემა, ვიდრე მათ ვინც თამბაქოს საერთოდ არ ეწევა. ამასთან ელექტროსიგარეტის მომხმარებლები საძილე საშუალებებს ყველაზე ხშირად იყენებენ.

 

აშშ-ში, სავარაუდოდ, ელექტროსიგარეტის გამოყენების შედეგად სიკვდილის პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ Fox News წერს.

 

ასეულობით ადამიანის ფილტვების მძიმე დაავადებებით დასნებოვნება და ერთი პაციენტის გარდაცვალება, სავარაუდოდ, ელექტროსიგარეტით მარიხუანაში შემავალი ნივთიერება THC-ის შემცველი პროდუქტების მოხმარებას უკავშირდება. ელექტროსიგარეტების წამყვანი ბრენდები მომხმარებლებს როგორც ნიკოტინის, ასევე მარიხუანის შემცველ კარტრიჯებს სთავაზობენ. მაშინ, როგორ უნდა მიხვდეს მწეველი, რომ ის კარტრიჯი, რომელიც THC-ის შეიცავს, სახიფათო არ არის? - ამის შესახებ სტატიას RollingStone ავრცელებს.

 

მიჩიგანი პირველი შტატია, რომელმაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აკრძალა, - ინფორმაციას abcNews ავრცელებს. კერძო, 6-თვიანი აკრძალვა შეეხო ყველა სახის არომატიზებულ პროდუქტს, მათ შორის ხილისა თუ პიტნის კარტრიჯებს. თამბაქოს არომატის მქონე სითხეები კი კვლავ ბაზარზე დარჩება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა სადაც მწეველთა  რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი