logo_geo
ელიოტ ენგელი: რუსი ხალხი დაიღალა ვლადიმირ პუტინის ტირანული ქმედებებით
- +

6 სექტემბერი. 2019. 15:08

 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და „რესპუბლიკელი“ მაიკლ მაკკოლი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, მოსკოვში მიტინგის დარბევის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესდეს.

 

განცხადება წარმომადგენლობითი პალატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი ხალხი დაიღალა ვლადიმირ პუტინის ტირანული ქმედებებით.

 

კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას, გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული ადამიანები და დაიწყოს გამოძიება იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც აქციების დაშლის დროს უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი