ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად, ბაჰამის კუნძულებზე 43 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად რამდენიმე ასეული ადამიანი მიიჩნევა.
არქიპელაგის რამდენიმე კუნძულზე მთლიანად განადგურებულია შენობები და ინფრასტრუქტურა. მატერიალური ზარალი წინასწარი შეფასებით, 7 მილიარდზე მეტია. ადგილობრივები თვითმფრინავებით, გემებით და ნავებით ცდილობენ ამ კუნძულების დატოვებას.