logo_geo
უკრაინის და რუსეთის მიერ გაცვლილ პატიმრებს შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი, „რია ნოვოსტი-უკრაინას“ ხელმძღვანელი და სამხედრო მეზღვაურები არიან
- +

7 სექტემბერი. 2019. 19:39

 

 

დღეს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. რუსეთმა უკრაინას გადასცა 35 ადამიანი, მათ შორის ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული რეჟისორი ოლეგ სენცოვი, ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური და კიდევ 10 პოლიტპატიმარი. სენცოვი და კიდევ 10 პატიმარი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დღეს შეიწყალა.

 

უკრაინამ რუსეთს გადასცა 33 ადამიანი. მათგან 16 პატიმარი პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს შეიწყალა. ამ 16 პატიმრიდან 3 ქალია. უკრაინიდან რუსეთში გამგზავრებულებს შორის პორტალ „რია ნოვოსტი-უკრაინას“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკიც არის. მას ბრალად ედებოდა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი.

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებსა მეზღვაურებს აეროპორტში დახვდა. ზელენსკიმ ბორისპოლის აეროპორტში განაცხადა, რომ პირველი სატელეფონო საუბარი ამ თემაზე ვლადიმირ პუტინთან 7 აგვისტოს ჰქონდა და უკრაინამ ყველაფერი გააკეთა თავისი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

 

გაცვლა დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელიც ამ ფაქტს მიესალმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი