logo_geo
იაპონიას ძლიერი ქარიშხალი „ფაქსაი“ უახლოვდება
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:10

 

იაპონიას ძლიერი ქარიშხალი „ფაქსაი“ უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო ავრცელებს.

 

ისინი აცხადებენ, რომ ქარიშხალი წყნარ ოკეანეში იაპონიიდან 130 კილომეტრის დაშორებით იმყოფება და ყოველ საათში კუნძულოვან ქვეყანას 30 კილომეტრით უახლოვდება.

 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავიარეისები 20 სხვადასხვა მიმართულებით დროებით გაუქმდა. ამასთანავე, შეფერხებით მუშაობენ ქვეყნის ჩქაროსნული მატარებლები.

 

მეტეოროლოგების განცხადებით, ქარიშხალი „ფაქსაი“ ტოკიომდე 9 სექტემბერს მიაღწევს. მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, საფრთხის გამო უკვე განხორციელდა სანაპირო ზოლზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი