logo_geo
საფრანგეთში წელს ძლიერმა სიცხემ 1400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
- +

8 სექტემბერი. 2019. 21:38

 

ივნისსა და ივლისში საფრანგეთში დაფიქსირებულმა ძლიერმა სიცხემ წელს 1,435 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი 75 წელზე მეტის იყო. ივნისში საფრანგეთში რეკორდული სიცხე 46 გრადუსი ცელსიუსი აღინიშნა, პარიზში ჰაერის ტემპერატურა ივლისში 42.6 გრადუსი ცელსიუსი იყო.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდში სიცხის პირველ ტალღას ქვეყნის მასშტაბით 567 ადამიანი ემსხვერპლა, 868 ადამიანი კი 21-27 ივლისის პერიოდში დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი