logo_geo
ნორვეგიაში ულტრამემარჯვენეების მხრიდან ტერორისტულ აქტებს ელოდებიან
- +

9 სექტემბერი. 2019. 00:31

 

შემდეგი წლისთვის ნორვეგია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მხრიდან ტერაქტებისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ ნორვეგიის პოლიციამ განაცხადა. ინფორმაციას „Euronews“ ავრცელებს.

 

ქვეყნის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურის (PST) განცხადებით, 15 მარტს ახალ ზელანდიაში სრაისტჩარჩში მდებარე ორ მეჩეთზე თავდასხმა დასავლეთ ქვეყნებში მცხოვრები ულტრამემარჯვენეებისთვის სავარაუდოდ ინსპირაცია გახდა, რის გამოც შემდეგ წლებში მათი მხრიდან თავდასხმები გააქტიურდება.

 

PST-ი აღნიშნავს, რომ ქრაისტჩარჩის ტერაქტის შემდეგ დაფიქსირდა სულ ცოტა ოთხი ტერორისტული აქტი, რომელთა ჩამდენი პირებიც სწორედ მარტში მომხდარი ამბის შედეგად იყვნენ მოტივირებულები, მათ შორის ერთი შემთხვევა ნორვეგიაში დაფიქსირდა. 10 აგვისტოს ოსლოდან 20 კილომეტრში ბერუმის ისლამურ მეჩეთში ისროლეს. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, მის სახლში კი ცხედარი იპოვეს. სროლაში ეჭვმიტანილი ულტრამემარჯვენე, ანტი-იმიგრანტული შეხედულებებით გამოირჩეოდა.

 

მიმდინარე წლის მარტში ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში სროლის შედეგად დაიღუპა 50 და დაშავდა 51 ადამიანი. ამის შემდეგ ქვეყნის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე ყველა ტიპის საბრძოლო ნახევრად ავტომატური იარაღი აკრძალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი