logo_geo
„თალიბანი“ ტრამპის მიერ მოლაპარაკებების გაუქმების გამო „მეტი ადამიანის მოკვლით“ იმუქრება
- +

9 სექტემბერი. 2019. 10:53

 

 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომ „თალიბებთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმოს, ამერიკას უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „თალიბანმა“ განაცხადა.

 

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ისლამისტურმა დაჯგუფებამ აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „თალიბანის“ ლიდერებთან დაგეგმილი საიდუმლო მოლაპარაკებების გაუქმებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

 

„ეს აშშ-ს უფრო მეტად დააზარალებს. ეს ანტისამშვიდობო პოზიცია მთელს მსოფლიოზე იმოქმედებს. მეტი ადამიანი დაიღუპება, გაიზრდება მატერიალური ზარალის რაოდენობაც,“ - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

ტრამპმა განაცხადა, რომ „თალიბანის“ ლიდერებთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ მიერ მოწყობილი თავდასხმების გამო, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან მოლაპარაკებები ჩაშალა.

 

აშშ-სა და და თალიბანს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი ავღანეთიდან 5 400 სამხედროს გაიყვანს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი