logo_geo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს
- +

9 სექტემბერი. 2019. 21:08

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანალიზის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს და ყოველწლიურად, მსოფლიოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება სუიციდით, ვიდრე ომში. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე გავრცელებული მეთოდია ჩამოხრჩობა, მოწამვლა და ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა. ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს ხელისუფლებებისგან, დასახონ თვითმკვლელობის საწინააღმდეგო გეგმები, რათა ადამიანებს დაეხმარონ სტრესის დაძლევაში და შეიზღუდოს თვითმკვლელობის საშუალებებზე წვდომა.

 

„თვითმკვლელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური პრობლემაა. ეს ეხება ყველა ასაკს, სქესს და მსოფლიოს რეგიონებს და თითოეული ფაქტი - ეს ძალიან ბევრია“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში.

 

ამავე დოკუმენტით, ყოველწლიურად, თვითმკვლელობით სიცოცხლეს 800 ათასი ადამიანი ასრულებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი