34 წლის ბრიტანელი ქალი ცოლად ხეს გაჰყვა. ამის შესახებ გამოცემა Liverpool Echo News იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა „ქმრის“ პატივსაცემად გვარიც შეიცვალა და Elder დაირქვა, რაც ელდაბერის ხეს ნიშნავს.
კეიტ კანინგენს ორი შვილი და მეგობარი მამაკაციც ჰყავს, რომლებიც ქალის გადაწყვეტილებამ გააოცა, თუმცა მათ კეიტს მხარი დაუჭირეს და ქორწინების ცერემონიასაც დაესწრნენ. „ხის ცოლი“ აცხადებს, რომ ამ ჟესტით მან მერსისაიდის სკვერში დაგეგმილი გზის მშენებლობა გააპროტესტა.