logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩემი არჩევის შემდეგ იორდანეს ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება
- +

10 სექტემბერი. 2019. 22:21

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იორდანეს ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელების პირობა დადო. შეგახსენებთ, რომ ისრაელში არჩევნები მომავალ კვირაშია დაგეგმილი.

 

როგორც BBC წერს, ეს საარჩევნო დაპირება ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერას მოუტანს, რაც მას მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის დასჭირდება.

 

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო 1967 წლიდან დაიკავა, თუმცა ამ ტერიტორიებზე ისრაელის სუვერენიტეტი ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი