logo_geo
იბრაჰიმოვიჩს სამშობლოში ძეგლს დაუდგამენ
- +

10 სექტემბერი. 2019. 22:27

 

ესპანური გაზეთის „ას“-ის (AS) ინფორმაციით, შვედეთში ლეგენდარული ფორვარდის, „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ბომბარდირის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლს დადგამენ. ეს არის ფეხბურთელისთვის ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის საჩუქარი.

 

მონუმენტის სიმაღლე იქნება 2.7 მეტრი, წონა – 500 კილოგრამი. სკულპტორი გახლავთ პეტერ ლინდე. როგორც ვარაუდობენ, ქანდაკებას დადგამენ მალმიოს მოედანზე, რომელიც მდებარეობს ადგილობრივი კლუბის ძველ და ახალ სტადიონებს შორის. სწორედ „მალმიოში“ იწყებდა კარიერას იბრაჰიმოვიჩი.

 

ზლატანს თავის კარიერაში უთამაშია „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში. ჯამში მას 400-ზე მეტი გოლი დაუგროვდა. შვედეთის ნაკრებში ფორვარდის ანგარიშზე 62 გოლი მოდის.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი