logo_geo
ანჯელინა ჯოლი: ბავშვები გაიზარდნენ და დედის როლიდან გამოვდივარ
- +

11 სექტემბერი. 2019. 02:54

 

ანჯელინა ჯოლის სურს გახდეს ისეთი, როგორიც დედობამდე იყო, - წერს Fox News. კერძოდ, როგორც 44 წლის მსახიობი ამბობს, მისი შვილები გაიზარდნენ, უფროსი ვაჟი უკვე კოლეჯში სწავლობს და შესაბამისად, „დედის როლიდან“ გამოდის.

 

„როცა ბავშვები პატარები არიან, უფრო მეტი დედობრივი გრძნობები გაქვს. მოზარდობის ასაკში ამ პერიოდს შენც გახსენებენ. მიდიან კლუბში და ფიქრობ: შენ რატომ არ უნდა წახვიდე? იმ სახალისო ეტაპზე ვარ, როცა საკუთარ თავს თავიდან ვპოულობ“, - ამბობს მსახიობი. ​

 

ანჯელინა ჯოლი  ბრედ პიტთან ერთად  2005 წლიდან ცხოვრობდა. ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური და სამი აყვანილია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი