logo_geo
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს ლიკვიდაციის მუქარის წერილები და ტყვიები გაუგზავნეს
- +

11 სექტემბერი. 2019. 16:57

 

 

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს ბრუნო ლე მაირს ლიკვიდაციის მუქარის წერილები და ტყვიები გაუგზავნეს.

 

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ემუქრება საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელს ან რა არის მოტივი, თუმცა, მინისტრის ერთ-ერთი თანაშემწე აცხადებს, რომ ინციდენტი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის გაზრდას უკავშირდება.

 

საფრანგეთში ოპოზიციური განწყობების გაღვივება „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობას უკავშირდება. რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების დროს, მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისები არაერთხელ დაარბიეს.

 

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მიმართ მუქარის პირველი წერილი პოლიციამ მიიღო, მეორე წერილი უშუალოდ მინისტრის ოფისში გაგზავნეს, მესამე წერილში კი, სამი ტყვია იყო მოთავსებული. წერილში ეწერა, რომ ორი ტყვია ფინანსთა მინისტრისთვის არის განკუთვნილი, მესამე კი ბიუჯეტის მინისტრის ჯერალდ დარმანინისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი