logo_geo
აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტზე დოკუმენტურ სერიალს იღებენ
- +

12 სექტემბერი. 2019. 00:35

 

 

აშშ-ში დოკუმენტური სერიალის The Day The World Changed (დღე როცა შეიცვალა მსოფლიო) გადაღებები დაიწყო. ფილმში 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარ ტერაქტსა და მუზეუმის 9/11-ის შექმნის შესახებ იქნება მოთხრობილი.

 

Deadline-ს ცნობით, სერიალი 8 ეპიზოდისგან შედგება და ფილმის რეჟისორი სტივენ როზენბაუმი და პამელა იოდერი იქნებიან.

 

გამოცემის ცნობით, სერიალის შემქმნელებს აქვთ ექსკლუზიური წვდომის უფლება 670 საათიან ვიდეოზე, რომელსაც 7 წლის განმავლობაში მუზეუმ 9/11-ის შემქმნელი გუნდი იღებდა.

 

დოკუმენტური ფილმი ეკრანებზე 2021 წელს 11 სექტემბრის 20 წლისთავისთვის გამოვა.

 

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი აშშ-ში 19 წლის წინ მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი შეიპყრეს,  ორმა მათგანმა გეზი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებისკენ აიღო, ორი კი სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა - პენტაგონისა და სავარაუდოდ, თეთრი სახლის ან კაპიტოლიუმის მიმართულებით. ერთის გარდა ყველა თვითმფრინავმა, დასახულ სამიზნეს მიაღწია. მეოთხე ლაინერმა პენსილვანიის შტატში კატასტროფა განიცადა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი