ბრიტანულმა ჟურნალმა Times Higher Education-მა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველ ათეულში 7 ამერიკული უნივერსიტეტია, სამი კი ბრიტანული.
ხუთეული ასეთია: ოქსფორდის უნივერსიტეტი; კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; კემბრიჯის უნივერსიტეტი; სტენფორდის უნივერსიტეტი; მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
სწავლების ხარისხი, კვლევითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ინოვაციებში შეტანილი წვლილი, უნივერსიტეტის გლობალურობის ხარისხი - ეს არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც საუკეთესო უნივერსიტეტებს არჩევენ.
გასულ წელს, რეიტინგში ქართული უნივერსიტეტებიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1001+ პოზიციით განთავსდა. ეს უნივერსიტეტი წელსაც ამავე პოზიციაზეა.