logo_geo
ჯონ ბოლტონი, შესაძლოა, მაიკ პომპეომ ჩაანაცვლოს
- +

12 სექტემბერი. 2019. 10:55

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, შესაძლოა, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ CNN დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მაიკ პომპეო ამ ორ თანამდებობაზე ერთდროულად იმუშავებს. მანამდე აშშ-ის ისტორიაში ამ ორ პოზიციას ერთად მხოლოდ ერთი ადამიანი - ჰენრი კისინჯერი იკავებდა.

 

თავად ტრამპის თქმით, ის თანამდებობაზე 5 კანდიდატურას განიხილავს, თუმცა, მათი ვინაობა არ დაასახელა.

 

დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის პოსტიდან ჯონ ბოლტონი 10 სექტემბერს გაათავისუფლა. თავად ბოლტონი კი ამტკიცებს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. ბოლტონის გადაწყვეტილებას წინ „თალიბანთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებები უძღოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი