logo_geo
დონალდ ტრამპი: ჯონ ბოლტონმა დიდი შეცდომები დაუშვა
- +

12 სექტემბერი. 2019. 10:59

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს.

 

მისი თქმით, ჯონ ბოლტონმა რამდენიმე დიდი შეცდომა დაუშვა.

 

„როცა ბოლტონმა ლიბიურ მოდელზე საუბარი დაიწყო, ეს იყო დიდი წარუმატებლობა. არ ვამტყუნებ კიმ ჩენ ინს, რომ  ამის შემდეგ საერთოდ აღარ სურდა ჯონ ბოლტონთან საქმის დაჭერა“, - აღნიშნა ტრამპმა.

 

ტრამპის თქმით, ჯონ ბოლტონის საქმიანობა არ შეესაბამებოდა თეთრი სახლის პოლიტიკას. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მისი იდეები ბევრს არ მოსწონდა.

 

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ოთხშაბათს გაათავისუფლა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი